LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმის თქმით, ღუდუშაურში შეყვანილს პაციენტების უმეტესობას მსუბუქი დაზიანებები აქვს, შედარებით მძიმეა უკრაინელი ქალბატონის მდგომარეობა

58

ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებული 7 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის კრიტიკული მედიცინის ანესთეზიის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ ქარცივაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ყველა პაციენტი კონტაქტურია და მათ უმეტესობას მსუბუქი დაზიანებები აქვს. შედარებით მძიმეა უკრაინის მოქალაქის, 30 წლის ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ხერხემალზე დაზიანება აღენიშნება და ოპერაცია უტარდება.

“ამჟამად ღუდუშაურის ცენტრში ინციდენტის შედეგად მოყვანილია 7 პაციენტი. მათ უმეტესობას აქვს მსუბუქი დაზიანებები, მიმდინარეობს კვლევა, დაკვირვება პაციენტებზე, შედარებით საყურადღებოა ერთი ქალბატონის მდგომარეობა, რომელთანაც სიღრმისეული კვლევებით გამოვლინდა ხერხემლის სვეტის დაზიანება და მიმდინარეობს ოპერაცია. თუმცა მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპზე რომელიმე პაციენტის გაწერაზე საუბარი ნაადრევია”, – განაცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g