რა სიმპტომების დროს არის რეკომენდებული ექოსკოპიის ჩატარება და არის თუ არა საკმარისი სიმსივნური პროცესების ადრეულ ეტაპზე ამოსაცნობად ექოსკოპიური კვლევა? – ამის შესახებ ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ექიმმა-რადიოლოგმა, ულტრაბგერის სპეციალისტმა – ლელა ბაინდურაშვილმა ისაუბრა.
სპეციალისტი ამბობს, რომ ექოსკოპიის მეშვეობით, შეგვიძლია, აღმოვაჩინოთ მთელი რიგი დაავადებები.
გადაცემა ვრცლად
როდის გვჭირდება ექოსკოპიური კვლევა და უსაფრთხოა თუ არა ის – ლელა ბაინდურაშვილის რეკომენდაციები გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“
რა ინფორმაციას გვაძლევს ულტრაბგერითი კვლევა, შესაძლებელია თუ არა მისი დახმარებით სიმსივნური პროცესების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა, რა სიმპტომების დროს არის რეკომენდებული ექოსკოპიის ჩატარება და საჭიროებს თუ არა ის გარკვეულ მომზადებას, არის თუ არა ექოსკოპიური კვლევა ორსულებისთვის საზიანო, რა სიხშირით არის რეკომენდებული აღნიშნული კვლევის პროფილაქტიკის მიზნით ჩატარება – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად […]
„ექოსკოპიის მეშვეობით, შეგვიძლია, აღმოვაჩინოთ მთელი რიგი დაავადებები, ანთებითი პროცესებიდან დაწყებული, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პროცესებით დამთავრებული. ვთქვათ, პაციენტს მწვავედ აწუხებს რაიმე, აქვს ტკივილები, პირველ რიგში, ამ დროს მოგვმართავს ულტრაბგერაზე. ასევე, თუ შეამჩნევს რაიმე სიმსივნურ წანაზარდს ორგანიზმზე. მედიცინაში ულტრასონოგრაფია გამოიყენება როგორც დამხმარე მეთოდიც, მაგალითად, რიგი ინტრაოპერაციული პროცესების დროს. ულტრაბგერის სპეციალისტები კლინიცისტებსაც ვეხმარებით, რომ დამიზნებითი კვლევით აწარმოონ ბიოფსია, ასევე ნერვების ასპირაცია და ა.შ.“ – ამბობს ლელა ბაინდურაშვილი.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, შესაძლებელია, რომ სიმსივნური პროცესების ადრეულ ეტაპზე ამოსაცნობად ექოსკოპიური კვლევა სრულიად საკმარისი იყოს? – ექიმი პასუხობს:
„მოგეხსენებათ, ულტრასონოგრაფიაში არის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი დაავადებების კრიტერიუმები. ამ კრიტერიუმების მიხედვით ჩვენ ვაფასებთ, არის ის კეთილთვისებიანი თუ საჭიროა, გავაღრმაოთ კვლევები და უფრო მაღალტექნოლოგიური, ინვაზიური ჩარევები გამოვიყენოთ“, – განმარტა ლელა ბაინდურაშვილმა.