LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზიური აქსესუარები Mary&Kate accessories–გან

59

Mary&kate accessories მომხმარებელს მარიამ ქავთარაძისა და ქეთი ხაღულაშვილის დიზაინით შექმნილ წინდებს, თმის აქსესუარებსა და ბროშებს სთავაზობს. როგორც „ფორტუნა პლუსთან“ საუბრისას მარიამ ქავთარაძემ აღნიშნა, მათი პროდუქციის ფასი 15–45 ლარის ფარგლებში მერყეობს.

დიზაინერები აქსესუარების შექმნისას მასალად მეტალს, ბეწვსა და ნახევრადძვირფას ქვებს იყენებენ და ყველაფერს ხელით ქმნიან.

„დიზაინერობა ცოტა ხნის წინ დავიწყეთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა შემკვეთის სურვილი გავითვალისწინოთ. არასოდეს ვქმნით ორ ერთნაირ ნივთს. ჩვენი ყველა აქსესუარი ექსკლუზიურია“, – განაცხადა მარიამმა.

Mary&kate accessories–ის პროდუქციის ნახვა და შეკვეთა მათი Facebook–ის გვერდის საშუალებითაა შესაძლებელი. შეკვეთიდან 4–6 დღეში კი, კლიენტი სასურველ ნივთს მიიღებს.

( https://www.facebook.com/MaRy-KaTe-Accessories-1661767714062168/timeline )

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები