LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზიური Ferrari-ს მომლოდინეთა სია 5 წელზე გადანაწილდა

107
la-ferrari23231

Ferrari-ს ყველაზე ექსკლუზიურ მოდელზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა და ბუნებრივია, მისი შეძენის მსურველები ძირითადად შეძლებული ავტომოყვარულები არიან. მარკეტინგის დირექტორის ინფორმაციით, მსგავსი მოდელების მომლოდინეთა სია ყველაზე გრძელია და რამდენიმე წელზე ნაწილდება.

საქმე ისაა, რომ გარდა უნიკალური ავტომობილისა, მდიდარ კლიენტებს ინდივიდუალური და მათზე მორგებული მოდელის შექმნა შეუძლიათ. ექსკლუზივის შეკვეთის უფლება კი მხოლოდ იმ ადამიანებს აქვთ, ვინც „ფერარის“ კლიენტების ტოპ 250-ში შედის.

მწარმოებელი წელიწადში 2 ან 3 ასეთ ავტომობილს უშვებს, შესაბამისად ლოდინი ზოგჯერ ძალიან ხანგრძლივია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g