HBO-ს საკულტო სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ მერვე სეზონის პირველმა სერიამ ამერიკაში ყველა რეკორდი მოხსნა. ის 17 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. ბოლო სეზონის მეორე სერია ეკრანზე 21 აპრილს გამოდის და მაყურებლებისთვის მორიგი სიურპრიზი თავად სერიალის შემქმნელებმა მოამზადეს. მათ ინტერნეტში გაავრცელს ექსკლუზიური კადრები მეორე სერიიდან.
ამ ფოტოებიდან მაყურებელს შეუძლია გააკეთოს დასკვნა, ვინ იქნებიან მორიგი ეპიზოდის გმირები და ვის იხილავს მაყურებელი ახალ ეპიზოდში.