LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი: რას ფიქრობს ლელა წურწუმიას კლიპის გარშემო ატეხილ სკანდალზე სიმღერის ავტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი: „ზუსტად ვიცოდი, რა ამბავიც ატყდებოდა…“

6902
მაიკო და ლელა

ლელა წურწუმიას სიმღერაზე „აღარ მინდა მე შენთან“ გადაღებულმა კლიპმა ბოლო დღეებში სოციალური ქსელი ააფეთქა.

ისმის საქებარი შეფასებებიც და კრიტიკაც.

სიმღერის ავტორი, მაიკო კაჭკაჭიშვილმა, რომელმაც ლელა წურწუმიასთვის ზუსტად 20 წლის წინ „ღამის სიჩუმე გაფანტე“ დაწერა, მიიჩნევს, რომ ლელას ახალი ნამუშევარი შედგა და მასაც აქვს გაჰიტების პოტენციალი.

მაიკო კაჭკაჭიშვილი fortuna.ge-ს ესაუბრა.

მაიკო, შენთვის დიდხნიანი პაუზის შემდეგ ახალი ნამუშევარია. შენ და ლელას თანამშრომლობის ძალიან წარმატებული ისტორია გაქვთ. როგორ იმუშავე ახალ სიმღერაზე?

ჩემი და ლელას პირველი ნამუშევარი „ღამის სიჩუმე გაფანტე“ გასცდა გაჰიტების ყველანაირ მოლოდინს ჩვენს ქვეყანაში. ვიფიქრე, მსგავსი რამ ხომ არ გაგვეკეთებინა. ასეც მოვილაპარაკეთ. დავწერე ხასიათით „ღამის სიჩუმისნაირი“, მაგრამ ჰარმონიით განსხვავებული. ამ შემთხვევაში ტექსტიც მე დავწერე. „ღამის სიჩუმის“ ტექსტი ირინა სანიკიძისაა.

როცა სიმღერაზე მუშაობა დაასრულე, თუ გქონდა განცდა, რომ ეს სიმღერაც გაჰიტდებოდა?

რაც უნდა გამოცდილება გქონდეს ამ სფეროში, რთულია წინასწარ სიმღერის გაჰიტებაზე საუბარი. კი ბატონო, გამოცდილებიდან გამომდინარე შეიძლება გარკვეული პროგნოზების გაკეთება, მაგრამ 100%-ით ვერასდროს გათვლი. შეიძლება, ისეთი სიმღერა გაგიჰიტდეს, საერთოდ რომ არ ელოდები. რაც შეეხება ამ სიმღერას, ერთ დღე-ღამეში უამრავი ნახვა აქვს. ვფიქრობ, იმ სტილში, რაც სტილშიც გვაქვს გაკეთებული, ხარისხიანი ნამუშევარია. არანჟირება ბორიკო შხიანს ეკუთვნის, ჩანაწერი სტუდია „ბრავოსი“. სიმღერას ჩემი ბექ-ვოკალები აქვს, ალბათ, ლაივკონცერტებზე ლელას ბექვოკალისტები შეასრულეს.

შენი, როგორც მუსიკოსის შეფასება როგორია კლიპთან დაკავშირებით?

როგორც კი ლელა დავინახე პირველივე კადრში საცურაო კოსტიუმში თუ ბოდეში, ზუსტად ვიცოდი, რა ამბავიც ატყდებოდა. ვიცნობ ჩვენს ხალხს – როცა თვალი მიჩვეული არ აქვთ და იმას აჩვენებ, შოკში ვარდებიან. ზუსტად ვიცოდი, რომ ამ, კოსტიუმზე ერთი ამბავი ატყდებოდა. ძალიან მომეწონა ზაზა ორაშვილის და ლელას გადაწყვეტილება – ზუსტად ისე გააკეთეს, როგორც საჭირო იყო. არ აქვს მნიშვნელობა, კარგს იტყვიან თუ ცუდს, ყველაფერი მაინც სიმღერის და კლიპის პოპულარობაზე მეტყველებს. ისიც ვიცით, რომ ანტიპიარიც პიარია. არ მწყინს არაფერი. გამოხმაურება მიხარია…

ბოლო დროს, არც მახსენდება, ვის კლიპზე ატყდა ასეთი აჟიოტაჟი. ხალხისთვის საინტერესო გახდა ეს ნამუშევარი… 

რა თქმა უნდა, ლელას აქვს თავისი კონკრეტული მიმართულება, რომელსაც მეც და ალბათ, სხვა ავტორებიც ვითვალისწინებთ… ვერ დავუკარგავ საკუთარი თავის უნიკალურ ცოდნას. ზუსტად იცის, რას აკეთებს და ყოველთვის მაღალი ხარისხი აქვს. იცის, რა დროს ვისთან ითანამშრომლოს. ყოველთვის ისე აქვს გაკეთებული ყველაფერი, როგორც მას მოუხდება. ჩვენც არ ვარღვევთ ლელას ამ რუტინას და ვჯდებით იმაში, რაც ლელას სჭირდება. მგონია, რომ გამოგვდის…

ნანუკა ჟორჟოლიანი ლელა წურწუმიას შესახებ: „სიგიჟეა რაც აქ ხდება ლელას ფოტოებზე, ყველას საქმეა თურმე, თმას როგორ გაიკეთებს და რა ასაკში მოუნდება ყოფნა…“

კლიპის გარდა, თავად სიმღერაზეც ბევრს საუბრობენ – ლელას სურს, რომ საკლუბო სივრცეშიც იყოს პოპულარული და ამიტომ შეასრულა ასეთი რიტმის სიმღერაო. შენ რას ფიქრობ ამ შეფასებებზე?

საერთოდ არ მიმაჩნია, რომ ამ სიმღერის ჟანრი საკლუბოა. ეს არის ჩვეულებრივი პოპსიმღერა, დატვირთული ჰარმონიით. სად ნახეთ ნამდვილ კლუბში ამდენაკორდიანი სიმღერა. კლუბებში უკრავენ დიჯეები და მიდის რიტმ-სექცია. აქ გვაქვს პოპსიმღერასთან საქმე და არა საკლუბოსთან…

საკლუბოს, ალბათ, ეძახიან იმიტომ, რომ ლელაც ხშირად გამოდის ხოლმე კლუბებში…

ჩვენ დავიცავით პოპსიმღერის ფორმა. რადგან ჩქარია, ჰგონიათ, რომ საკლუბო ჟანრია.

კრიტიკული შეფასებები სიმღერასთან დაკავშირებით რამდენად გხვდება გულზე, როგორც სიმღერის ავტორს?

არ მხვდება… იმდენად პროფესორი ერი ვართ, ყველა საკითხში… კომპეტენტური ადამიანებისგან შეფასებები მოვისმინე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. არაკომპეტენტური ხალხისგან რატომ უნდა მეწყინოს? რაც იგრძნეს, იმას წერენ, არ მოეთხოვებათ, რომ პროფესიონალურად შეაფასონ, მუსიკალურად დაშალონ და ამიხსნან, რის გამო არ მოსწონთ. დიდ ყურადღებას არ ვაქცევ.

ლალი გუშიკაშვილი ლელა წურწუმიაზე: „შურიანი ხალხი არ გიყვართ, ხო? არადა, რა ტყუილად. შური აღტაცების ყირამალაა!!!“

ლელასთან თუ ისაუბრე გამოხმაურებებზე კლიპის გამოსვლის შემდეგ?

ლელას ჯერ ვნებათაღელვა აქვს. იმდენია აღფრთოვანებული ლელას ახალი ვიზუალით და კლიპით და იმდენი სწერს და ურეკავს, რომ მე ჯერ არ შევაწუხებ. მერე დავურეკავ.

მინდა, მივულოცო ლელას წარმატება! მართლა იმსახურებს ყველაფერს საუკეთესოს. იმიტომ არა, რომ ჩემს სიმღერაზე გადაიღო ასეთი ლამაზი კლიპი, დააფასა და წინ წამოსწია. ჯერ ამისთვისაც ვაფასებ, მაგრამ მას, როგორც პერსონას, დიდი წარმატება მინდა ვუსურვო. ასეთი თავდაჯერებულია და ააწყო კარიერა მხოლოდ თვითონ.

„მე ვნახულობ ლელას ცხოვრებაში ხშირად და მაგ კლიპში რაც არის, ცხოვრებაში ბევრად ლამაზია – რას წერს სტეფანე ლელა წურწუმიას ახალ კლიპზე

ასეთი ბევრი არ არის საქართველოში… 

ზოგი მსოფლიოს უვლის გარშემო მაგრამ ჰიტი არ აქვს… არ არის ადვილი, ჰიტი რომ გქონდეს – ამას სჭირდება გამოცნობა, ენთუზიაზმი და ინტუიცია.

და ჰიტების ავტორი, როგორიც ხარ შენ… გვითხარი, ლელასთან კიდევ იქნება თანამშრომლობა?

მეორე სიმღერას ელოდება ჩემგან, მაგრამ მუზებს ველოდები. ასეთი ადვილი არ არის. ვაგვიანებ, მაგრამ ველოდები, რომ ხელჩასაჭიდი მელოდია მომივიდეს თავში. მინდა, იგრძნობოდეს, რომ ჩემია და ძალიან უხდებოდეს ლელას…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები