საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, ჰაერის დაბინძურების შესახებ, რადიო “ფორტუნას” არაერთი მასალა მოუმზადებია. ამჯერად გთავაზობთ ექსპერიმენტს, რომელიც მოძრაობამ სახელდებით ,,გავიგუდეთ“ ჩაატარა. მისი ერთ-ერთი წევრი ნიკა მუსერიძე “რეალურ სივრცეში” ჰყვება, რომ მათ ეს ექსპერიმენტი ქალაქ რუსთავში ჩაატარეს და ნახეს, ორ კვირაში რა შეიძლება დაემართოს ფილტრს ჰაერის დაბინძურებისგან.