LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტებმა დათვალეს, თუ რამხელა ზარალი მიიღო ავტო სამყარომ ჩიპების დეფიციტის გამო

61
autonews

ავტომწარმოებლები 2021 წელს 210 მილიარდ დოლარს დაკარგავენ, რაც სხვადასხვა ტექნიკური ნაწილების დეფიციტის ბრალია. ასეთია საკონსულტაციო ფირმა AlixPArtners–ის სპეციალისტთა პროგნოზი, მათ გასული მაისის თვეში 110 მილიარდიანი ზარალი უკვე დათვალეს. კრიზისი, რომელიც კომპანიებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქარხნების დახურვას და გეგმების კორექტირებას აიძულებს, იმაზე დიდ ხანს გაგრძელდა ვიდრე ვარაუდობდნენ და ზოგიერთი კომპანია საჭირო ჩიპებს მომავალ წლამდეც ვერ მიიღებს.

სავალალო პროგნოზის მიზეზი მალაიზიაში გამოცხადებული „ლოკდაუნი“ და სხვა ქვეყნებში შექმნილი ძალიან მძიმე სიტუაცია გახდა.

რაც შეეხება ავტომობილებს, 2021 წელს 7,7 მილიონი ეგზემპლარი ვერ გამოვა. შედარებისთვის მაისის თვეში საუბარი მხოლოდ 3,9 მილიონზე იყო. ანალოგიურ პროგნოზს აკეთებენ Boston Consulting Group–ის ანალიტიკოსებიც, მათი აზრით ნაწილების დეფიციტის გამო დანაკარგი 7–დან 9 მილიონამდე მანქანა იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g