ამსტერდამი, ლუქსემბურგი და მალმე – ველოსიპედისტთა ქალაქების სიაში პირველები არიან. საინტერესო რეიტინგი კი ტრანსპორტის ჰოლანდიურმა კომპანია ScanMovers–მა შეადგინა.
ქალაქებს ისეთი კრიტერიუმებით აფასებდნენ, როგორიცაა ველოტრასების სიგრძე, ველოსიპედთა გაქირავების ცენტრები, ველოსიპედისტების როლი საგზაო მოძრაობაში და ასევე ადგილობრივთა ზოგადი შეფასებები.
პირველ ათეულში 8 პოზიცია ევროპულ ქალაქებს ერგოთ. ამსტერდამის, მალმესა და ლუქსემბურგის გარდა სიაში – კოპენჰაგენი(დანია), უტრეხტი(ჰოლანდია), დუბლინი(ირლანდია) და როტერდამიც(ჰოლანდია) მოხვდნენ. მეათე ადგილი წილად ესპანურ სევილიას ხვდა. არაევროპულ დასახლებათაგან ათეულში ახალ ზელანდიური უელინგტონი და ოკლენდი მოახვედრეს.
აღსანიშნავია, რომ ველოსიპედისტთა რაოდენობის გაზრდას ბევრი ევროპული ქალაქი ცდილობს. მაგალითად, იტალიური ქალაქის ბარის მერია მოსახლეობას ავტომობილიდან ეკოლოგიურ ტრანსპორტზე გადასვლისთვის ფულსაც კი უხდის.