LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტიზამ ტრეფიკინგში ბრალდებული ქალის ნამდვილი შვილები დაადგინა

1095
იულია

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია. მას რადიო “თავისუფლება” ასაჯაროებს. დასკვნაში წერია, რომ 10 ბავშვიდან 4 იური და იულია სუსლიაკის შვილები არიან, ხოლო 6 ბავშვი მხოლოდ იური სუსლიაკის. ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა უკვე გადაეცა. მისივე თქმით, სხვა მტკიცებულებებს ნამდვილობაც დადასტურდება და საქმე უნდა შეწყდეს.

ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა.

რადიო თავისუფლების ცნობით, ადვოკატმა სასამართლოში შეიტანა შუამდგომლობა იულია სუსლიაკისთვის საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით. სასამართლოს პოზიცია უახლოეს საათებში გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ ტრეფიკინგში ბრალდებულ უკრაინელ ქალს, რომელიც მოსკოვიდან საქართველოში 10 ბავშვით ჩამოვიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა. სხდომის დახურვის მოტივი ბავშვების შესახებ პერსონალური ინფორმაცია გახდა.

ბრალდებული, მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა.

საგამოძიებო უწყების ცნობით, დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა. როგორც ბრალდებულის ადვოკატი ზურაბ თოდუა განმარტავს, 4 ბავშვი იულია სუსლიაკის ბიოლოგიური შვილია, ხოლო დანარჩენი 6 კი სუროგაციის გზით გაჩნდა

გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები