LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოსთვის საფრთხეს წარმოვადგენ – ამ მიზეზით არ შემომიშვეს ქვეყანაში” – იულია სუსლიაკი

171
iulia

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული და მოგვიანებით გათავისუფლებული იულია სუსლიაკი განცხადებას აკეთებს. ის ამბობს, რომ მის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება.

სუსლიაკის განმარტებით, მას საზღვარზე უთხრეს, რომ საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.  

საქართველოს გენერალური პროკურატურა ​იულია სუსლიაკის საქმეზე განმარტებას აკეთებს

​იულია სუსლიაკის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვაზე საქართველოს გენერალურ პროკურატურას არანაირი მოთხოვნა არ ჰქონია.

“ოფიციალური მიზეზი, რის გამოც საქართველოში შემოსვლაზე უარი მითხრეს იყო ის, რომ თითქოს მე საფრთხეს წარმოვადგენ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. თავდაპირველად სამართალდამცველებმა მითხრეს, რომ მე არ მაქვს საქართველოს საზღვრის გადაკვეთისთვის ყველა საჭირო დოკუმენტი, მოგვიანებით კი უკვე სიტყვიერად განმიმარტეს, რომ საქართველოსთვის საფრთხეს წარმოვადგენ. ამ ეტაპზე ჩემს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ვემზადებით, ჩემი ადვოკატები ოფიციალურ ბრიფინგს გამართავენ, სადაც საქმის დეტალებზე ისაუბრებენ. ცუდი არაფერი გამიკეთებია და მზად ვარ, საჯაროდ დავიცვა საკუთარი სიმართლე, თუმცა პირდად მე საქართველოში ამის გაკეთების საშუალება არ მომცეს, ამიტომ ადვოკატებისა და ყველა იმ ადამიანის იმედი მაქვს ვინც გვერდში დამიდგა“,- ამის შესახებ სუსლიაკმა რუსთავი 2-ს განუცხადა.

მისი თქმით, ადვოკატები ბრიფინგს გამართავენ და საქმის დეტალებზე იქ ისაუბრებენ.

შეგახსენებთ, იულია სუსლიაკი მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა.

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი 19 ივლისს გაათავისუფლეს.