LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტიზის დასკვნამდე, ექიმების შეცდომების მედიით გაშუქება შესაძლოა, აიკრძალოს

78

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებები იგეგმება, რომლის მიხედვითაც, ექიმების შეცდომის შესახებ მედიით გაშუქება შესაძლოა, აიკრძალოს. საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში საქართველოს კლინიკების ასოციაციამ წარადგინა.

საკანონმდებლო წინადადების განმარტებითი ბარათის თანახმად, ბოლო პერიოდის განმავლობაში გაიზარდა მედიაში ისეთი ამბების გაშუქება, რომლებიც ექიმების მიერ დაშვებულ შეცდომებს შეეხება. ამასთან, იმატა ექიმებისა და მედპერსონალის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებმა.

კანონპროექტით ასევე დაუშვებელია: სამედიცინო საქმიანობის დროს პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან, ექიმისთვის ან სხვა სამედიცინო პერსონალისთვის, რაიმე ფორმით ხელის შეშლა, ექიმის ღირსებისა და პატივის შელახვა, ექიმზე ფიზიკური ზემოქმედება ან ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაიმე სახით ზეწოლა ან მუქარა. ასევე დაუშვებელია – სამედიცინო დაწესებულებაში პირის ან პირთა ჯგუფის მიერ ძალით შეჭრა, რაიმე ფორმით მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა, სამედიცინო პერსონალის ნივთების, დაწესებულების ექსტერიერის, ინტერიერის, აპარატურის ან ინვენტარის განზრახ დაზიანება.

პროექტი ასევე კრძალავს საავადმყოფოს ტერიტორიაზე პაციენტის, მისი ახლობლების ან სხვა ადამიანების მიერ პროტესტის გამოხატვას, რამაც შესაძლოა დაწესებულების ფუნქციონირება შეაფერხოს ან სხვა პაციენტების უფლებები შელახოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g