LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტიზის დასკვნით, გლდანში, მამის მკვლელობისთვის ბრალდებული შეურაცხადია: 26 წლის ბიჭის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა – რას აცხადებს ადვოკატი

205
გლდანში შვილმა მამა მოკლა

გლდანში, მამის მკვლელობისთვის დაკავებული 26 წლის რეზი გამხიტაშვილი ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეურაცხადია. შესაბამისად, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა.

გლდანში შვილმა მამა მოკლა

გამხიტაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებით მკურნალობას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სრულ გამოჯანმრთელებამდე გაივლის.

როგორც „ფორტუნას“ ბრალდებულის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, გამხიტაშვილი დანაშაულის ჩადენის დროს, მის ქმედებას ვერ აცნობიერებდა.

„სანამ ამ კონკრეტულ საქმეში ჩავერთვებოდი, პირველ რიგში, შევხვდი დაკავებულ ადამიანს. მისი წარსულისა და ავადმყოფობების შესახებ გარკვეული დეტალების გარკვევის შემდეგ ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ეს ადამიანი იყო შეურაცხადი. საქმეზე დაცვის სტრატეგია იყო, რომ ბრალდებულის შეურაცხადობა დადგენილიყო და მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა შეწყვეტილიყო. როგორც ვვარაუდობდით, ექსპერტიზის დასკვნით ზუსტად ის დადასტურდა.

მიუხედავად იმისა, რომ რეზი გამხიტაშვილი უმძიმესი მუხლით იყო ბრალდებული, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. ამჟამად ის შესაბამის დაწესებულებაშია გადაყვანილი, სადაც განკურნებამდე დარჩება. როდესაც სრულად გამოჯანმრთელდება და საზოგადოებისთვის საშიში აღარ იქნება, რა თქმა უნდა, დატოვებს სამკურნალო დაწესებულებას.

როდესაც ადამიანს აქვს მსგავსი სახის პრობლემები, ვერ აცნობიერებს საკუთარ ქმედებებს და შეურაცხადია, ასეთ შემთხვევაში მისი საზოგადოებაში ყოფნა საშიშია. რა თქმა უნდა, სამართლებრივადაც და მორალურადაც მისი ციხეში ყოფნა გაუმართლებელია. ასეთ დროს ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, მკურნალობის ჩატარება, რომელიც უნდა იყოს ხარისხიანი და ეფექტური“, – აღნიშნა ტარიელ კაკაბაძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მამის მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის რეზი გამხიტაშვილის მიმართ გამოძიების ეტაპზე განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი კანონიერად ცნო

ცნობისთვის, მკვლელობა გლდანში, მიმდინარე წლის 23 თებერვალს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 50 წლის გელა გამხიტაშვილი შვილმა, 26 წლის რეზი გამხიტაშვილმა ცივი იარაღით, დანით მოკლა. ის სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

გამხიტაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

„ხელოსანი, მშრომელი კაცი იყო“ – გლდანში, შვილის მიერ მამის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g