LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვვარაუდობთ, რომ სხვა იარაღიც ფიგურირებს – არასრულწლოვანის ადვოკატი სისხლიან გარჩევაზე

84

განზრახ მკვლელობის დაფარვისთვის დაკავებული სამი პირის აღკვეთის ღონისძიებას სასამართლო  განიხილავს. პროცესისი დაწყებამდე, ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, რომ არსებობენ მოწმეები, რომლებიც არ არიან გულწრფელები და  საქმესთან დაკავშირებით დეტალურ ჩვენებას არ აძლევენ, რაც შეიძლება გახდეს საფუძველი იმის , რომ საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთოს.

 

„არავინ აპირებს დანაშაულის სავარაუდო ჩამდენ პირზე ხელის დაფარებას. ჩვენი მიზანი არის ის, რომ დადგინდეს სიმართლე, ყველა დაისაჯოს იმ დოზით, იმ დონით, თუ რა დოზითაც მას აქვს დანაშაული ჩადენილი. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სხვა იარაღიც ფიგურირებს კონკრეტულ ფაქტზე მოწმეთა ჩვენებებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ ისეთი დაზიანებები აქვს გარდაცვლილს მიყენებული, რომ ჩემი აზრით, ეს ადამიანი იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იყო, ყველა ამ ჭრილობას მას ვერ მიაყენებდა. თვითონ ისიც ამბობს, რომ მე მხოლოდ ერთხელ მოვიქნიე დანა და ეს ჭრილობები მე არ მიმიყენებიაო,“ – განაცხადა ადვოკატმა.