LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ექსპო ჯორჯია“ 21-ე აგრობაზარს უმასპინძლებს

155
New Project

17-19 ნოემბერს, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“, ევროკავშირის ENPARD IV პროგრამის ფარგლებში და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) პარტნიორობით, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების გამოფენა ოცდამეერთედ გაიმართება.

აგრობაზრის მიზანს ქვეყანაში ინდუსტრიის განვითარების, ადგილობრივი მეწარმეების პოპულარიზაციისა და ტექნოლოგიური სიახლეების ქართულ ბაზარზე დამკვიდრების ხელშეწყობა წარმოადგენს. ადგილობრივ თუ უცხოელ მონაწილეებს კიდევ ერთხელ ექნებათ შესაძლებლობა, გააცნონ თავიანთი პროდუქცია და მომსახურება მომხმარებლებსა და ინვესტორებს, გაზარდონ ცნობადობა და შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს.

გამოფენის ფარგლებში მოეწყობა თემატური კონფერენციები და ვორქშოფები დონორებისა და სახელმწიფო, თუ კერძო სექტორების ჩართულობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g