9-11 ნოემბერს საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ ორ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს.
როგორც ”ფორტუნას” „ექსპო ჯორჯიადან” აცნობეს, ეს გამოფენებია: Elcomm Caucasus 2016 – ენერგეტიკის, ელექტროტექნიკისა და ტელეკომუნიკაციების მე-3 საერთაშორისო გამოფენა და Aquatherm Tbilisi 2016 – გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების, წყალმომარაგების, სანტექნიკისა და განახლებადი ენერგიის მე-3 საერთაშორისო გამოფენა.
მათივე ცნობით, გამოფენებში მონაწილეობას იღებს 40-მდე კომპანია შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, თურქეთი, ექსპანეთი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, უკრაინა, რუსეთი, სომხეთი, ინდოეთი, ირანი, ჩეხეთი, პორტუგალია.
”ელკომ კავკასუს 2016-ის” გამოფენის მონაწილეების პროფილი მოიცავს ენერგეტიკას; განახლებად ენერგიას; ელექტრონულ ინჟენერიას; განაწილებასა და კონტროლს; ტელეკომუნიკაციებსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებს.
”აკვა თერმ თბილისი 2016-ის” გამოფენის მონაწილეების პროფილი კი მოიცავს გათბობისა და ენერგიის ტექნოლოგიებს; ტემპერატურის რეგულირებას, კონდიცირებასა და ვენტილაციას; სამონტაჟო ტექნოლოგიებსა და აქსესუარებს;
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, ორივე გამოფენის მიზანია შემოიტანოს საქართველოში უახლესი ტექნოლოგიები და საერთაშორისო გამოცდილება, დააკავშიროს ერთმანეთს ქართული და საერთაშორისო კომპანიები და ხელი შეუწყოს ქვეყანაში ამ დარგების განვითარებას.
9 ნოემბერს, 11:00 საათზე გაიმართება გამოფენის გახსნის ოფიციალური ნაწილი. ცერემონიას დაესწრება: ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქ-ნი ირმა ქავთარაძე.