LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპორტზე გატანილია 35 000 ტონაზე მეტი ციტრუსი: აჭარის მთავრობა

108
139726586-3800163936672235-7914752569653369554-o

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასტანდარტული ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი ქარხნის სამუშაო პროცესს გაეცნო.

როგორც “ფორტუნას” აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ქარხანას უკვე მიღებული და გადამუშავებული აქვს 10 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი.

მათივე ცნობით, არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა კვლავ გრძელდება – რაც შეეხება სტანდარტულ მანდარინს, უკვე ექსპორტირებულია 35,435 ტონა, რაც გასულ წელთან შედარებით 22% -ით მეტია.

,,პანდემიის მიუხედავად, რეალიზებულია 10 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი. ექსპორტზე გატანილია 35 000 ტონაზე მეტი ციტრუსი. გრძელდება სუბსიდირების პროგრამა არასტანდარტულ მანდარინთან დაკავშირებით.

დარწმუნებული ვარ, რომ თვის ბოლომდე შევძლებთ როგორც ლოჯისტიკის, ასევე რეალიზაციის და ექსპორტის ნაწილში ყველა ფერმერს მივცეთ შესაძლებლობა მაქსიმალურად მოახდინოს მოწეული მოსავლის დაბინავება”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

უწყების ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი მოქმედებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები