ფრანგმა ექსტრემალმა ლა–მანშის სრუტე მფრინავი ავტომობილით გადაკვეთა. გამოცემა „Reuters”-ის ცნობით, პილოტმა ბრუნო ვეცოლიმ მფრინავი მობილი ბაგისა და პარაპლანის გაერთიანებით შექმნა. ავტომობილს „პეგასი“ დაარქვეს და ის ფრანგ ავიატორს – ლუი ბლერიოს მიეძღვნა. შეგახსენებთ, რომ ეს სწორედ ის ადამიანია, რომელმაც 1909 წელს ლა–მანშს პირველმა გადაუფრინა.
აღსანიშნავია, რომ „პეგასის“ შექმნის მიზანი 80 დღის განმავლობაში დედამიწის შემოფრენა იყო, თუმცა მოგვიანებით გეგმა შეიცვალა და პილოტმა მხოლოდ 59 კილომეტრი იფრინა, ანუ სრუტე მთლიანად გადაკვეთა.
https://www.youtube.com/watch?v=Mo39jQICd8Q
https://www.youtube.com/watch?v=Mo39jQICd8Q