LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექვს საბურავიანი Jeep Wrangler აუქციონზე გაიყიდება

jeep

პენსილვანიის შტატში მდებარე სახელოსნო Hauk Designs-მა გასაყიდად უნიკალური ავტომობილი გამოიტანა. ექვს ბორბლიან კროსოვერს, რომელიც მსოფლიოში ერთადერთია – ორთქლის ძრავი აქვს. წყლით სავსე ავზით Jeep-ს მხოლოდ 2,4 კილომეტრის გავლა შეუძლია.

Loco Hauk-ის პროექტისთვის 2009 წლის Wrangler Unlimited შეირჩა. ავტომობილი 100 კუბის მოცულობის V4 ძრავით აღჭურვეს და აგრეგატს 130-140 ძალის გამომუშავება შეუძლია. მექანიკოსებმა შეძლეს და აგრეგატი 6 საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად აამუშავეს. ამასთან, გადაცემათა რაოდენობა ორამდე შეამცირეს.

ძრავის ნაცვლად ავტომობილმა 208 ლიტრის მოცულობის ავზი მიიღო და დამატებით 75 ლიტრის წყალი საბარგულშიცაა განთავსებული. მიუხედავად ამისა, ყველგანმავალს 3 კილომეტრის გავლაც კი ძალიან უჭირს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები