მათ, ვისაც საზღვარგარეთ უნდა სწავლა და არ აქვს ფინანსური შესაძლობლება, მშვენიერი გამოსავალი არსებობს – არის ქვეყნები, სადაც არა მარტო კარგ განათლებას მიიღებთ, არამედ სწავლის და ბინის ფულსაც გადაგიხდიან. გარდა ამისა, სტიპენდიასაც დაგინიშნავენ, რომელიც თავისუფლად გეყოფათ ყოველდღიური ცხოვრებისთვის.
დიდი ბრიტანეთი
დიდი ბრიტანეთის განათლების სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და საკმაოდ ძვირი ღირს. თუმცა, ნიჭიერი სტუდენტებისთვის საკმაოდ სერიოზული შეღავათებია განსაზღვრული – უცხოელებს სტიპენდიას 40-ზე მეტი ცნობილი უნივერსიტეტი სთავაზობს, მათ შორის ოქსფორდის უნივერსიტეტი და ლონდონის ხელოვნების სკოლა. სტიპენდია ოქსფორდის უნივერსიტეტში, ეკომომიკის მიმართულებით, წელიწადში 20 ათასი ფუნტი სტერლინგს შეადგენს.
გარდა ამისა, არსებობს Chevening-ის სამთავრობო პროგრამა, რომელიც სწავლის ფულთან და ყოველთვიურ სტიპენდიასთან ერთად, მგზავრობის და ვიზის ხარჯებსაც ანაზღაურებს. პროგრამას მხოლოდ ერთი მუნუსი აქვს – სწავლის დასრულების შემდეგ უცხოელმა სტუდენტმა 2 წელიწადში უნდა დატოვოს ქვეყანა.
გერმანია
გერმანია დიდი ხანია დაინტერესებულია სხვადასხვა სფეროში სპეციალისტების მიზიდვით. მაგალითად, სახელმწიფო პროგრამას DAAD-ს კონკრეტული მიმართულებები აქვს არქიტექტურისა და დიზაინის შემსწავლელთათვის.
DAAD-ის პროგრამა მათთვისაა გათვალისწინებული, ვინც უკვე მიიღო დიპლომი საკუთარ ქვეყანაში, ახლა კი, კვალიფიკაციის ამაღლება სურს. ზოგადად, გერმანიაში ძალიან ბევრი უმაღლესი სასწავლებელია, ვინც დიპლომიან სტუდენტებს 2-წლიანი სწავლის პროგრამას სთავაზობს. როგორც წესი, ამგვარი პროგრამები ძალიან იაფი ან საერთოდ უფასოა. გარდა ამისა, სწავლის დასრულების შემდეგ, ნებისმიერ მსურველს უპრობლემოდ შეუძლია გაერმანიაში დარჩენა და სამსახურის პოვნა.
აშშ
30 წლამდე სპეციალისტებისთვის, ანუ მათთვის ვინც უკვე მიიღო განათლება ან ბოლო კურსზეა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედებს ფულბრაიტის ამერიკული პროგრამა, რომელიც აშშ-ში 2-წლიან საგანამანათლებლო პროგრამას, მერე კი, სამშობლოში სავალდებულო დაბრუნებას ითვალისწინებს.
საფრანგეთი
აშშ-ს მსგავსად, საფრანგეთის ხელისუფლებამაც შექმნა საკუთარი პროგრამა მსაფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში და უცხოელ სტუდენტებს საფრანგეთის უნივერსიტეტების მაგისტრატურაში სთავაზობს სწავლის გაგრძელებას. საფრანგეთში კვალიფიკაციის ამაღლების ყველაზე დიდი შანსი მომავალ ინჟინრებს ან სამეცნიერო-ტექნიკური სფეროთი დაინტერესებულ სტუდენტებს აქვთ.
შვედეთი
შვედური პროგრამა Visby, მსურველებს ქვეყანის საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლის ანაზღაურებას და საკმაოდ კარგ ყოველთვიურ სტიპენდიას ჰპირდება. გრანტი 1-წლიანია, თუმცა თუ სტუდენტი კარგად სწავლობს, ყოველთვის შეუძლია პროგრამის გაგრძელება. გარდა ამისა, ამავე პროგრამით შანსი გაქვთ ხუთთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გაიაროთ თქვენთვის სასურველ უნივერსიტეტში.
ჰოლანდია
ჰოლანდიაში ყოველწლიურად რამდენიმე ასეული უცხოელი სტუდენტი ღებულობს განათლებას უფასოდ. მგალითად, 2016-2017 წლებში Orange Tulip Scholarship-ის პროგრამაში 18 უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობდა.