LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერეკლე გეწაძე: ჩემი მეუღლე ამისთვის მზად იყო

362

გადაცემის სტუმარი მსახიობი და პროექტ „იქს ფაქტორის“ წამყვანი ერეკლე გეწაძე იყო. საუბარი მისი საქმიანობისა და პირადი ცხოვრების შესახებ წარიმართა.
– მოგვიყევი შენი მსახიობობის შესახებ…
– ჩავაბარე სამსახიობო ფაკულტეტზე. საკმაოდ კარგი სტუდენტი ვიყავი, სტიპენდიანტი. დამთავრებისთანავე მოვხვდი მუსიკისა და დრამის თეატრში, სადაც მაშინვე დორიან გრეის როლი მხვდა წილად.

– შენი მშობლები საკმაოდ წარმატებულები არიან, ამანაც იქონია ალბათ გავლენა…
– საშინლად ვაპროტესტებდი ამ ყველაფერს, 17-18 წლის ასაკში პროტესტი მქონდა მათი წარმატების მიმართ, მეყალბებოდა ყველაფერი და მოკლედ, რამდენიმე წელი ასე ვიყავი. შემდეგ გადამიარა. გადაწყვეტილების მიღებაში მათი გავლენა არ ყოფილა, აბსოლუტურად დამოუკიდებლად ცავაბარე თეატრალურზე.

– მათგან თუ იღებდი შენიშვნებს?
– არა, ძალიან მაღიზიანებდა, რადგან მყავდა ხელმძღვანელი, რომელიც ამ საქმეში უფრო ჩახედული იყო.

– უმაღლესის დამთავრების შემდეგ რა იყო?
– დათო დოიაშვილმა ამიყვანა თავის დასში და პირველი როლი, რომელიც ვითამაშე „დორიან გრეის პორტრეტში“ მთავარი გმირი იყო. რატომაც მეგონა, რომ პირველი როლი მეათეხარისხოვანი იქნებოდა.

– როგორც ვიცი, „იქს ფაქტორის“ წამყვანობაზე რუსკა მაყაშვილმა გაგიწია რეკომენდაცია…
– შიდა კასტინგზე რუსკას უნდა მოვრგებოდით, ასე გადაწყდა საბოლოოდ და ჩემზე შეჩერდა არჩევანი. არც ვიცი ვინ იყვნენ სხვა კანდიდატები.

– პირველად გამოხვედი დიდი აუდიტორიის წინაშე, როგორი იყო ეს?
– თავიდან ისეთი შოკი იყო, რომ ახლაც ავნერვიულდი, რეალობა დავკარგე. ხალხი, კამერები, რომლებიც მუდმივად გიღებენ, საშინლად სტრესული მდგომარეობა იყო.

– რა გითხრეს მეგობრებმა ან ხალხისგან რა ემოცია წამოვიდა?
– კრიტიკის მეტი არაფერი ხალხისგან. გაბრაზებულები და აგრესიულები, ყველას თავისი აზრი ჰქონდა, მაგრამ ძირითადად ნეგატიური.

– როგორც ცნობილია, გიორგი ყიფშიძე ძალიან გაბრაზდა, როდესაც წამყვანობიდან მოხსნეს…
– გაბრაზდა კი, მაგრამ როდესაც გაიგო, რომ მე ვიყავი, გადაუარა. მე და გიორგი დიდი ხანია ვმეგობრობთ და ბევრ რჩევასაც მაძლევს.

– ითვალისწინებ ამ რჩევებს?
– რა თქმა უნდა.
– ძალიან მკაცრი იმიჯი გაქვს…
– (იცინის) ასეა საჭირო, ბევრი ვიმუშავეთ იმაზე, რომ ასე ვყოფილიყავი და არა ლმობიერი ბიჭი.

– როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე?
– გამორჩეული არაფრით, ჩვეულებრივი.

– როგორც ცნობილია, დაოჯახებული ხარ და მალე მამაც გახდები, მაგრამ ამ ფაქტს მაქსიმალურად ასაიდუმლოებ…
– დიახ. არ მიყვარს პირადზე საუბარი. სხვების პირადიც არ მაინტერესებს და მაღიზიანებს, როდესაც ამის შესახებ ხმამაღლა და ყველასთვის საუბრობენ.

– რამდენი ხანია, რაც დაოჯახებული ხარ?
– 2 წელზე ცოტა მეტია.

– ცალკე ცხოვრობთ?
– დედ-მამასთან ერთად.

– შენი მეუღლე როგორ უყურებს შენს პოპულარობას?
– ყოველთვის იცოდა, რომ შეიძლება ცნობადი გავმხდარიყავი და ამისთვის მზად იყო. არანაირი ეჭვიანობის სცენები არ გვაქვს. ეგ რომ ყოფილიყო ერთად არ ვიქნებოდით.

– შენს იმიჯზე ვინ ზრუნავს?
– დიზაინერის და ჩემი. განსხვავებული ჩაცმულობის მომხრე ვარ, მითუმეტეს სცენაზე ბევრი რამ არის დასაშვები.

– მეუღლე თუ აკრიტიკებს შენს წამყვანობას?
– იშვიათად.

– თავად მოგწონს „იქს ფაქტორის“ ერეკლე?
– მთავარია პროდიუსერებს და ხელმძღვანელებს მოეწონოთ, მეუღლესაც ძალიან მოსწონს.

– რა მუსიკას უსმენ და ჟიურის შეფასებებს თუ ეთანხმები ხოლმე?
– ცოტა პრეტენზიული მსმენელი ვარ, რადგან თავადაც ვქმნი მუსიკას. რაც შეეხება ჟიურის გადაწყვეტილებებს, ძირითადად ვეთანხმები.

– რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც პოპულარული გახდი?
– ყურადღება, ქუჩაში ცნობადობა, სხვა მემგონი არაფერი.

– რომელია ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს?
– სახლში, როდესაც საკუთარ მუსიკას ვასრულებ.

– რომელ ცნობილ ადამიანს გაიცნობდი პირადად?
– მერლინ მენსონთან ერთად გავივლიდი კუს ტბაზე (იცინის). ნებისმიერ საინტერესო ტიპაჟს შევხვდებოდი, ამოჩემებული ვინმე არ მყავს.

– როგორი მზარეული ხარ?
– მარტივი რაღაცეები ვიცი. კიდევ ტორტის გაკეთება ვიცი სხვათაშორის.

– როგორი მამა იქნება ერეკლე?
– აზრზე არ ვარ, წარმოდგენა არ მაქვს.
– ფავორიტი თუ გყავს „იქს ფაქტორში“?
– მყავს და მყავდა კიდეც. ერთ-ერთი გავარდა სამწუხაროდ.
–  წარმატებებს გისურვებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები