LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერევანში ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე 57 ადამიანი დააკავეს

62
სომხეთი

23 თებერვალს, ერევანში მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც 57 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვდნენ. აღნიშნული მოქალაქეები ადმინისტრაციული წესით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

მთავრობის შენობასთან ფაშინიანის გამოჩენას აქციის მონაწილეების შეძახილები მოჰყვა: ”ნიკოლ, მოღალატე”! ”ნიკოლ, გადადექი”!

”ადრე” მოძრაობის კოორდინატორის, იშხან საგატელიანის განაცხადებით, ოპოზიცია ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქციებს ყოველდღე  გეგმავს. მოძრაობის ლიდერები აღნიშნავენ, რომ ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მთავრობას ადანაშაულებენ მთიანი ყარაბაღისთვის ომში დამარცხებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g