LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა

102

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 68-ე შეხვედრა გაიმართა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ე.წ. საზღვრის მოწყობის უკანონო პროცესი და ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების ფაქტები განიხილეს.

სუს-ის უნფორმაციით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის 8 ივნისს დაკავებული გიორგი გიუნაშვილის საკითხზე ისაუბრეს.

საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა თქმით, თავდაპირველად გიუნაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მოგვიანებით დე ფაქტო პროკურატურამ მის მიმართ ე.წ. სისხლის სამართლის საქმე სხეულის მძიმე დაზიანების ფაქტზე აღძრა.

ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ბრალდება აბსურდულია, მათივე განცხადებით, სანამ გიორგი გიუნაშვილი უკანონო პატიმრობიდან არ გათავისუფლდება, მისი საკითხი არ მოიხსნება არც ერთი ფორმატის დღის წესრიგიდან, რომელშიც ცენტრალური ხელისუფლება მიიღებს მონაწილეობას.

ოსურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა ე.წ. საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დაფიქსირდა მკვეთრად უარყოფითი პოზიცია, მით უფრო, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს.

magti 5g