ერგნეთში ინციდენტთა პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.
მხარეები განიხილავენ ოკუპანტების მიერ ადგილობრივების უკანონოდ დაკავების ფაქტებს, ბორდერიზაციისა და ახალგორის გამშვები პუნქტის აღდგენის საკითხს.
ამასთან ერთად მხარეები განიხილავენ, სხვა ჰუმანიტარული შინაარსის საკითხებს და წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარ ინციდენტებს.