„ერი და ბერი უჭერს მხარს ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ განცხადებას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აკეთებს. მისი თქმით, ამის საფუძველზე ქართული ოცნება 2 ოქტომბრის არჩევნებს მყარად მოიგებს.
მხოლოდ და მხოლოდ შეგვიძლია მადლობა გადავუხადოთ ერს და ბერს არჩევნებში, ძალიან მყარი მხარდაჭერისთვის. ერი და ბერი მხარს უჭერს ქართულ ოცნებას და ამის საფუძველზე ძალიან მყარად მოვიგებთ არჩევნებს. ჩვენ გვჭირდება ყველას მხარდაჭერა, მადლობას ვეტყვით ყველას – იქნება ეს ერი თუ ბერი, მთავრობა თუ მხედრობა. მადლობას გადავუხდით ყველას ამისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.