LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერიკ ბენე თბილისში საკუთარი სურვილით ჩამოდის

82

სექტემბრის ბოლოს თბილისს „გრემის“ ოთხგზის ნომინანტი, ერთ-ერთი საუკეთესო R&B და Soul შემსრულებელი და კომპოზიტორი, ერიკ ბენე ეწვევა. Soul Track-ის მკითხველთა მიერ 2013 წლის საუკეთესო მამაკაც ვოკალისტად დასახელებული ამერიკელი შემსრულებლი ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარდგება. მუსიკოსი ცოცხალად შესრულებს ყველასათვის ნაცნობ ჰიტებს, როგორებიც არის: Why you follow me, Sometimes I cry, ასევე უახლეს ალბომში შესულ სიმღერებს, მაგალითად: Sunshine.

23 სექტემბერს კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შედგება, ხოლო 24 სექტემბერს „რუმსის” ეზოში, სადაც დასწრებას მხოლოდ  SOLO -ს მომხმარებელი შეძლებს.

„ამჯერად გადავწყვიტეთ, რომ არამარტო „სოლოს“ მომხმარებელს მივცეთ საშუალება კონცერტზე დასწრებისა. საქართველოში ჩამოსვლა ერიკ ბენეს პირადი სურვილი იყო, რაც ძალიან სასიხარულოა. მუსიკოსმა კრის ბოტისგან შეიტყო საქართველოს შესახებ, ჩვენ კი რასაკვირველია, სიამოვნებით მივიღეთ ეს წინადადება”. – განუცხადა რადიო „ფორტუნას” SOLO -ს დირექტორმა, ეკა დუჩიძემ.

კონცერტებზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ჭავჭავაძის, აბაშიძის, ყაზბეგის და ბათუმის SOLO ლაუნჯებში, ასევე ვებგვერდიდან: www.tkt.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები