ამერიკელი მსახიობი, ერიკ დეინი, რომელიც ცნობილია სერიალ, „გრეის ანატომიაში“ ექიმი მარკ სიტლანის როლით, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მსახიობის გარდაცვალების მიზეზი პროგრესირებადი ნერვული დაავადება,„ამიოტროფული ლატერალური სკლეროზია“ (ALS). დეინმა საჯაროდ ამ დიაგნოზზე 2025 წლის აპრილში განაცხადა.
ცნობისთვის, ის სერიალში პირველად 2006 წელს, მე-2 სეზონის ბოლოს გამოჩნდა. ხოლო როგორც მთავარი როლის შემსრულებელი მე-3 სეზონიდან მე-8 სეზონის ჩათვლით ფიგურირებდა. მისი პერსონაჟი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქირურგი იყო.
რაც შეეხება ერიკის პირად ცხოვრებას, ის 2004 წელს დაქორწინდა მსახიობზე, რებეკა გეიჰარტზე, თუმცა წყვილი 2018 წელს დაშორდა ერთმანეთს. მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ.


