ჩვენ ყოველთვის ვიმღერებთ, ვიცეკვებთ და არავის აქვს უფლება ეს დაგვიშალოს და მოუშალოს ქართველებს! – წერს ანსამბლი „ერისიონი“ სოციალურ ქსელში.
როგორც „ერისიონის“ განცხადებაშია ნათქვამი, ხალხის დაბულინგება და შანტაჟი, იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა იმღერონ, ან არ იცეკვონ, ყველაზე არაქართული დამოკიდებულებაა.
„სიმღერა, ცეკვა, ქართული კულტურა და იდენტობა, შეუცვლელი და ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელია ყველა დანარჩენისგან.
ხალხის დაბულინგება და შანტაჟი, არ იმღეროთ, არ იცეკვოთ, ახალი წელი და შობა არ იზეიმოთ და ბავშვები არ ჩართოთ ამაშიო – ყველაზე არაქართული დამოკიდებულებაა ნებისმიერი მიზეზის თუ საბაბის მიუხედავად!
ჩვენ ყოველთვის ვიმღერებთ, ვიცეკვებთ და არავის აქვს უფლება ეს დაგვიშალოს და მოუშალოს ქართველებს“ – აღნიშნულია განცხადებაში.