ტყვეობიდან კიდევ 50 დამცველი გათავისუფლდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა განაცხადა.
“გათავისუფლდა უკრაინის 50 დამცველი. ჩვენ ვიბრუნებთ მარიუპოლისა და „აზოვსტალის“ დამცველებს, ვიბრუნებთ ოლენოვკაში მყოფ დაჭრილ პატიმრებს, რომლებიც, კერძოდ, დონეცკის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით გამართულ ბრძოლებში დაიჭრნენ”, – წერს ერმაკი ტელეგრამის არხში და დასძენს, რომ ეს არის “დიდი სამუშაო, რომელიც ყოველდღიურად გრძელდება.”