LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს „ევრო 2024“-ის საკოლექციო მონეტები გადასცა

134
ჯანეტა ქერდიყოშვილი (3)

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის, ხოლო ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს ოქროს მონეტები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

ნათია თურნავას თქმით, ევრო 2024-სადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტები სიმბოლურად ყოველთვის დაკავშირებული იქნება საქართველოს ნაკრებისა და ქართველი ფეხბურთელების წარმატებასთან.

„ეროვნულ ბანკს, სხვა ბევრი წამყვანი ცენტრალური ბანკის მსგავსად, საკოლექციო მიზნებისთვის მონეტების გამოშვების ექსკლუზიური უფლება აქვს. ტრადიციულად, მონეტები საქართველოსთვის მნიშვნელოვან თემატიკას ეძღვნება. ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო და გამორჩეული ისტორიული ფაქტი უდავოდ, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების წარმატება იყო. აქედან გამომდინარე, ერთსულოვნად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახალი საკოლექციო მონეტის თემა ევრო 2024-ზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წარმატებული ასპარეზობა ყოფილიყო. მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა პირადად გადაგვეცა ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრებისთვის მონეტები და კიდევ ერთხელ მადლობა გადაგვეხადა ბრწყინვალე თამაშისთვის“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g