LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულ ბანკს გიორგი ბაქრაძეც ტოვებს

475
380343300_854356859590250_8535325110216001244_n

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე თანამდებობას ტოვებს. ინფორმაცია Bm.ge-ის თავად გიორგი ბაქრაძემ დაუდასტურა.

გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ გუშინ გამოცემული ბრძანებაა, რომელიც სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილებას და აშშ-ის მიერ დასანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორისთვის ოთარ ფარცხალაძისთვის მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვის მოხსნას ითვალისწინებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილების შეტანის შემდეგ თანამდებობიდან გადადგნენ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები და საბჭოს წევრები პაპუნა ლეჟავა, არჩილ მესტვირიშვილი და ნიკოლოზ გაგუა.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს არააღმასრულებელ წევრებს, ეკატერინე გალდავას და ეკატერინე მიქაბაძეს, ისინი ეროვნული ბანკის დატოვებას არ აპირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g