პრემიერობის კანდიდატი ამბობს, რომ ეროვნულ ბანკს რესურსებიც საკმარისი აქვს, როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური მიმართულებით, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ლარის კურსი არაპროგნოზირებადი რყევებისგან.
გიორგი გახარია ლარის სტაბილურობისთვის საჭირო ფაქტორებსაც ასახელებს. „სამწუხაროდ, საქართველოში ლარის კურსი ყოველთვის იყო და დღესაც რჩება არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ სოციალურ საკითხად. სამწუხაროდ, ეს ასეა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება სწრაფი ეკონომიკური ზრდა“, – აღნიშნა გახარიამ.
მისივე თქმით, მთავრობა მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით ყველაფერს აკეთებს.
„ეროვნულ ბანკს რესურსებიც საკმარისი აქვს, როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური მიმართულებით, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავიცვათ არაპროგნოზირებადი რყევებისგან ლარის კური და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ძლიერი ბიზნესი და მაქსიმალურად სწრაფად სამუშაო ადგილების აღდგენა – ეს არის ის ძირითადი ნაბიჯები, რითაც ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ლარის სტაბილურობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
