სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებში წელს 24 ბრალდებული/მსჯავრდებული იღებს მონაწილეობას, რომელთაგან 6 არასრულწლოვანია.
სპეციალური პენიტენციური სამსახური თითოეულ აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს და ბრალდებულების/მსჯავრდებულების ეროვნულ გამოცდებში შეუფერხებლად მონაწილეობას უზრუნველყოფს.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისამდე გაგრძელდება. აბიტურიენტებს პანდემიის გამო განსხვავებულ გარემოში უწევთ გამოცდების ჩაბარება.
ეროვნული გამოცდები იწყება – წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა უნდა დაიცვან