LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 6%-მდე შემცირებას პროგნოზირებს

60

საქართველოს ეროვნული ბანკი საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 6%-მდე შემცირებას პროგნოზირებს.

როგორც ეროვნული ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არსებული პროგნოზებით მოსალოდნელია, რომ მომდევნო კვარტლების განმავლობაში ინფლაცია დაბალი იქნება, რაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების შესაძლებლობას იძლევა.

”არსებული პროგნოზით მიზანშეწონილია, გაგრძელდეს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკდან ეტაპობრივი გამოსვლის პროცესი. მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განავკვეთი 6%-მდე შემცირდეს, მაგრამ ეს არ არის ვალდებულება და საპროცენტო განაკვეთის შემდეგი ცვლილება მომავალ პროგნოზებსა და ინფორმაციებზე იქნება დამოკიდებული” – განაცხადა გვენეტაძემ.

mazda magti 5g