საქართველოს ეროვნული ბანკი ინფორმაციას Альфа-Банк-ის საქართველოში შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით არ ადასტურებს.
ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ საბანკო საქმიანობის ლიზენციის მისაღებად Альфа-Банк-ს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არ მოუმართავს.
ასევე მცდარია ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ “კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოს” ფინანსურ აუდიტს ფრანგული აუდიტორული კომპანია სწავლობს და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებს Альфа-Банк-ი შემოსვლასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას.
„იმისათვის, რომ აუდიტორულმა კომპანიამ ჩაატაროს ფინანსური აუდიტი, საჭიროა ბანკისგან მიიღოს ბუღალტრული დოკუმენტაცია. ასეთი მოთხოვნა, მითუმეტეს “კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოს” 2016 წლის ფინანსური მაჩვენებლების წარდგენა რომელიმე აუდიტორული კომპანიისთვის არ მომხდარა. შესაბამისად, ინფორმაცია “კავკასიის განვითარების ბანკ – საქართველოში” აუდიტის შესვლასთან დაკავშირებით ასევე არასწორია“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.