LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა აგვისტოს თვეში სამართალდარღვევის 54 ფაქტი გამოავლინეს

107
ეროვნული სატყეო სააგენტო

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა აგვისტოს თვეში სამართალდარღვევის 54  ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევებიდან 46 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 158 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 46 ფაქტიდან ერთი სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 7 – სამცხე-ჯავახეთის, 13 – გურიის, 7 – ქვემო ქართლის, 10 – კახეთის, 1 – მცხეთა-მთიანეთის, 5 – შიდა ქართლის და 2 – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

ასევე, აგვისტოს თვეში სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 8 ფაქტია გამოვლენილი; აქედან 1 – სამცხე-ჯავახეთის, 1 – ქვემო ქართლის, 5 – შიდა ქართლის, ხოლო 1 რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-აგვისტოს თვეში,  ჯამში, ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 418 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1093  კუბური მეტრი შეადგინა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ 2025 წლის იანვრის თვიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 54 ფაქტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g