LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ირაკლი მუკნიაშვილი გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა

89
BeFunky-collage (2)

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ირაკლი მუკნიაშვილი გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

“გურიის რეგიონული ოფისი დაახლოებით 240-მდე სოფლის მოსახლეობას ემსახურება. ადგილობრივებს საშუალება აქვთ, სააგენტოს სერვისებით განახლებულ სივრცეში ისარგებლონ. რეაბილიტირებული შენობა აღჭურვილია საჭირო ინვენტარით და ტექნიკით.

ირაკლი მუკნიაშვილმა გურიის სატყეო სამსახურის ექვს თანამშრომელს, უფლებამოსილების კეთილსინდისიერად შესრულებისთვის – ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი ფაქტების გამოვლენისთვის მადლობა გადაუხადა და ჯილდოები გადასცა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებათა შორისაა თანამშრომელთა სოციალური გარანტიები და სამუშაო პირობები, რაც, ბოლო დროს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. აღნიშნულის ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს მეტყევეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად, ასევე, განსაკუთრებული სირთულის დავალების შესრულებისათვის წამახალისებელ ღონისძიებებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დასაქმებულთა მოტივაციას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g