ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 100 წლის საიუბილეო სეზონის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ფესტივალს KONTRAPUNKT Special-ს წარმოგიდგენთ, რომელიც ლეგენდარული კომპოზიტორის – გია ყანჩელის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს ეძღვნება.
2025 წლის 19-დან 26 დეკემბრის ჩათვლით, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში, ხუთი კონცერტი გაიმართება და მსმენელის წინაშე წარდგებიან: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, ვერიკო ჭუმბურიძე – ვიოლინო, ლიზი რამიშვილი – ჩელო, სანდრო ნებიერიძე – ფორტეპიანო, ანდრია ბოლქვაძე – ფორტეპიანო, გიორგი გვეტაძე – დასარტყამი ინსტრუმენტები, ვადიმ შიშკინი – დასარტყამი ინსტრუმენტები, სოფიკო ჭუმბურიძე – ვიოლინო, გიორგი მარდალეიშვილი – ვიოლა, ნატალია ქუთათელაძე – მეცო-სოპრანო, გიორგი ცაგარელი – ვიოლა, ირაკლი დოლიძე – კონტრაბასი და გიორგი გიგაშვილი – ფორტეპიანო.
19 დეკემბერს, აუდიტორიის სცენაზე, დაგეგმილია ფესტივალის პირველი კონცერტი, რომლის ფარგლებშიც ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მაესტრო ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, მსმენელის წინაშე წარსდგებიან ვერიკო ჭუმბურიძე, ლიზი რამიშვილი და სანდრო ნებიერიძე. კონცერტის პროგრამა გია ყანჩელის, არვო პიარტის, იოსებ ბარდანაშვილისა და სულხან ნასიძის ნაწარმოებებს მოიცავს.

ფესტივალის პროგრამა:
19 დეკემბერი, 2025
ეროვნული სიმფონიური ორკესტრი
ნიკოლოზ რაჭველი, დირიჟორი
ვერიკო ჭუმბურიძე, ვიოლინო
ლიზი რამიშვილი, ჩელო
სანდრო ნებიერიძე, ფორტეპიანო
პროგრამა:
გია ყანჩელის, არვო პიარტის, იოსებ ბარდანაშვილის და სულხან ნასიძის ნაწარმოებები
21 დეკემბერი, 2025
გიორგი გიგაშვილი, ფორტეპიანო
ვერიკო ჭუმბურიძე, I ვიოლინო
სოფო ჭუმბურიძე, II ვიოლინო
გიორგი მარდალეიშვილი, ვიოლა
ლიზი რამიშვილი, ჩელო
პროგრამა:
იოჰანეს ბრამსი – საფორტეპიანო კვინტეტი F minor
დმიტრი შოსტაკოვიჩი – საფორტეპიანო კვინტეტი G minor
23 დეკემბერი, 2025
ნატალია ქუთათელაძე, მეცო-სოპრანო
გიორგი ცაგარელი, ვიოლა
ირაკლი დოლიძე, კონტრაბასი
ვადიმ შიშკინი, დასარტყამი ინსტრუმენტები
ნიკოლოზ რაჭველი, ფორტეპიანო
პროგრამა:
ნოდარ გაბუნიას და გია ყანჩელის ნაწარმოებები ნიკოლოზ რაჭველის არანჟირებით
25 დეკემბერი, 2025
ვადიმ შიშკინი, დასარტყამი ინსტრუმენტები
გიორგი გვეტაძე, დასარტყამი ინსტრუმენტები
სანდრო ნებიერიძე, ფორტეპიანო
ანდრია ბოლქვაძე, ფორტეპიანო
პროგრამა:
მორის რაველი / პეტერ სადლო – ესპანური რაფსოდია
მორის რაველი / პეტერ სადლო – დედა ბატი
ალფრედ შნიტკე – გოგოლ სიუიტა
ვიტოლდ ლუტოსლავსკი – ვარიაციები პაგანინის თემაზე
26 დეკემბერი 2025
ეროვნული სიმფონიური ორკესტრი
ნიკოლოზ რაჭველი, დირიჟორი
კახი სოლომნიშვილი, დირიჟორი
გიორგი გიგაშვილი, ფორტეპიანო
პროგრამა:
ბიძინა კვერნაძის, ალფრედ შნიტკეს და გია ყანჩელის ნაწარმოებები
- საიუბილეო სეზონი იმართება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით
- ფესტივალის წარმდგენი – კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ მის ფლაგმან ბრენდებთან ერთად -„ კოკა კოლა“ და წყალი „მთის“
- ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მხარდამჭერები: დავით ბეჟუაშვილის განათლების ცენტრი, კომპანია „გალფი“, კომპანია „სარაჯიშვილი“, ხელოვანთა კავშირი „კონცეპტ არტი“
- საინფორმაციო მხარდამჭერები: მედია ჰოლდინგი „პალიტრა“, რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“, საინფორმაციო ცენტრი 118 08
