LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული თანხმობის მისაღწევად პრეზიდენტი შეხვედრებს განაგრძობს

99
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული თანხმობის მისაღწევად პოლიტიკოსებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრა დილიდან დაიწყო.

დღეს საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ “ქართული ოცნების” წევრი ნინო წილოსანი, “ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი, პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია და არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელი ეკა გიგაური.

ნინო წილოსანის განცხადებით, ეს პროცესი, რომელიც დაიწყო პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, გულისხმობს ეროვნულ თანხმობას სხვადასხვა ისტორიულ მოვლენაზე, იქნება ეს 7 ნოემბერი თუ სხვა წინა პოლიტიკური მმართველობის დროს და მათ შორის დღემდე არსებული ყველა მოვლენა, რომელსაც საზოგადოება და დისკუსიაში მონაწილე მხარეები შეარჩევენ და გადაწყვეტენ, რომ ამა თუ იმ მოვლენაზე შეგვიძლია, საზოგადოება შევთანხმდეთ.

“წითელი ხაზები, რომლებზეც შეიძლება, ენმ ან სხვა პარტიები საუბრობენ, ამ შემთხვევაში ვერ იქნება ქმედითი. ეს არ არის პოლიტიკური პარტიების მხრიდან წარმართული პროცესი და მათში პოლიტიკური პარტიების არმონაწილეობაც ვერ იქნება გადამწყვეტი. ამ პროცესს წარმართავს პრეზიდენტი საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად“, – თქვა წილოსანმა.

პროცესი, რომელსაც პრეზიდენტი ხედავს, არ არის ორიენტირებული მიმდინარე პოლიტიკურ ხანძრებზე რეაგირებაზე, – ამის შესახებ „ლელოს” დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის ხედვა სამომავლო და გრძელვადიანია.

მისი თქმით, ბევრი კითხვა კვლავ დღის წესრიგში რჩება.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მის მიერ ინიცირებული ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში რამდენიმე კვირაა ხვდება პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

2021 წლის 20 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი არის რთული, კომპლექსური, ღია და გამჭვირვალე და ამ პროცესის დასაწყისში პრეზიდენტი უსმენს ყველას, მართავს შეხვედრებს და დაინტერესებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის მოსაზრებებით, ინიციატივებითა თუ პოზიციებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროცესში ჩართული არიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოება და მათ შორის, მსხვერპლთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

 

magti 5g