საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6678 შეადგინა.
რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას, 10 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად 1 დოლარის ღირებულება 2.6670 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6682 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.12 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0412 ლარია – დღეს მოქმედი კურსი 3.0324 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.88 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ძალაში ხვალიდან შევა.