LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 64 900 000 აშშ დოლარი გაიყიდა

121
დოლარი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი 70 მლნ აშშ დოლარიდან 64 900 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7139 შეადგინა.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, სავალუტო ბაზარზე გრძელდება ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიდან მომდინარე ეფექტი, რაც ლარის გაცვლით კურსზე ახდენს გავლენას. სავალუტო აუქციონის გამართვის მიზეზი სწორედ ჭარბი მერყეობის თავიდან არიდება იყო.

აღსანიშნავია, რომ 70 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინტერვენცია ეროვნულ ბანკს აქამდე არასოდეს განუხორციელებია. მან წინა ინტერვენცია გასულ კვირაში განახორციელა, შესაბამისად, ამ ორი ინტერვენციის ჯამი 113.4 მილიონ დოლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g