მიმდინარე წლის 18 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, – ინფორმაციას თავად საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3014 შეადგინა.
შეგახსენებთ, წელს ეს ეროვნული ბანკის მიერ რიგით მესამე სავალუტო ინტერვენციაა. ცენტრალურმა ბანკმა ჯამში 120 მილიონი დოლარი გაყიდა.