LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულმა ბანკმა „კრედო ბანკი“ 30 000 ლარით დააჯარიმა – მიზეზი 

139
ეროვნულიიი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „კრედო ბანკი“ 30 000 ლარით დააჯარიმა. მიზეზად ცენტრალური ბანკი ორ პირთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის“ კანონმდებლობის დარღვევასა და შემოწმების პროცესში მოთხოვნილი დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის შემთხვევებს ასახელებს.

„განხორციელდა კომერციული ბანკი ს.ს. „კრედო ბანკი“-ს (ს/კ 205232238) დაჯარიმება 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით. კერძოდ:

1. 2 (ორ) პირთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, რომელიც ეხება პოლიტიკურად აქტიური პირის მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას; დამატებით, მათ შორის 1 (ერთ) პირთან მიმართებით დარღვეულია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრების მიმართ, ამავე მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნა. ხოლო მეორე პირის შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 7 მაისის №82/04 ბრძანებით დამტკიცებული „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების სახელმძღვანელოს“ დანართი N1-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისადაც პოლიტიკურად აქტიურ პირს მონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა უნდა მიანიჭოს რისკის მაღალი დონე.

2. შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 2 (ორი) შემთხვევის გამო“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g