ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 6,75 პროცენტამდე შეამცირა.
როგორც სებ-ში აცხადებენ, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება მაკროეკენომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვით ინფლაციის მიზნობრივ დონეზე დასაახლოებლად საჭიროა გაგრძელდეს გამკაცრებული მონეტარული პლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის პროცესი.
პროგნოზის შესაბამისად, თუკი ეკონომიკაზე მოქმედი სხვა ფაქტორები არ გამოიკვეთა, მოსალოდნელია რომ განაკვეთი საშუალოვადიან პერიოდში 6 პროცენტამდე შემცირდეს.