LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა ონლაინ სესხების სფეროს რეგულაცია დაიწყოს

61

ეროვნულმა ბანკმა უახლოეს მომავალში შესაძლოა, ონლაინ სესხების სფეროს რეგულაციები შეიმუშაოს. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რეგულაციები, ამ მიმართულებით, უნდა არსებობდეს.

”ჩემი მონაცემებით, ეროვნული ბანკი, ამ მიმართულებით, აქტიურად მუშაობს. ალბათ, უახლოეს მომავალში, ჩვენ ვნახავთ ამ რეგულაციებს. ეს არის ერთმნიშვნელოვნად ეროვნული ბანკის პრეროგატივა და ჩემი მონაცემებით, მათი ხედვა ემთხვევა ჩემს ხედვას”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g