LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიული შეკრება დაასრულა (ვიდეო)

60

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიაში ერთკვირიანი შეკრება დაასრულა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ავსტრიის დაბა ფელდკირხენში ბოლო ვარჯიში დღეს დილით ჩაატარა. ეროვნულ გუნდთან ერთად უკვე ვარჯიშობს ტარაგონას “ხიმნასტიკის” 21 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია,რომელიც სეგუნდა დივიზიონის გადამწყვეტი მატჩების გამო გუნდს სლოვაკეთთან მატჩის შემდეგ შეურთდა.

“მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას და ეროვნული ნაკრების მწვრთნელს,რომ გაითვალისწინეს გუნდის თხოვნა და მდგომარეობა დამომცეს საშუალება ესპანეთში კლუბთან ერთად ვყოფილიყავი გადამწყვეტ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად. ნაკრებს შევუერთდი, უკვე მქონდა პირველი ვარჯიში და ვემზადებით მატჩებისთვის. კონცენტრირებულები ვართ ჯერ რუმინეთთან შეხვედრაზე და შემდეგ გავაკეთებთ აქცენტს ესპანეთზე. ამხანაგური თამაშებია და მნიშვნელოვანია შედეგიც და კარგი თამაშის ჩვენებაც”. – ამბობს გიორგი აბურჯანია. ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი მიმდინარე წლის მარტში ყახაზეთთან შეხვედრაში ჰქონდა მისი კლუბი კი ესპანეთის პრიმერა დივიზიონში გადასვლის რეალური კანდიდატია. ავსტრიაში გამართულ დასკვნით ვარჯიშებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ესწრებოდა.

საქართველოს ნაკრები დღეს საღამოს ვენიდან ბუქარესტში გაემგზავრება. მსოფლიო რეიტინგის მეცხრამეტე ნაკრებთან შეხვედრამდე კი ბოლო ვარჯიშს ბუქარესტის ეროვნულ სტადიონზე 2 ივნისს ჩაატარებს. ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში მონაწილე რუმინეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ამხანაგური თამაში 3 ივნისს თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.
რუმინეთში საქართველოს ნაკრები 24 კაციანი შემადგენლობით მიემგზავრება.

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (ფეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო);

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (დინამო), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), ოთარ კაკაბაძე (დინამო თბ), უჩა ლობჟანიძე (დინამო თბ), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ინტერი, აზერბაიჯანი), გიორგი აბურჯანია (ხიმნასტიკი, ესპანეთი), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), ალექსანდრე კობახიძე (დნიპრო, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი (ესკიშეჰირსპორი, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბ), ვახტანგ ჭანტურიშვილი (დინამო თბ);

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ქვილითაია (დინამო თბ), გიორგი ჭანტურია (დუისბურგი, გერმანია).

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g