LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, ქვემო ქართლში, 33 ჰექტარზე ტყე აღადგინა – ტერიტორია ნარჩენებისგან გაიწმინდა და შემოიღობა

65
ტყე

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, ქვემო ქართლში, 33 ჰექტარზე ტყის აღდგენის, მათ შორის, ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები განახორციელა. აღდგენითი სამუშაოების დაწყებამდე, აღნიშნული ტერიტორია ნარჩენებისგან გაიწმინდა და შემოიღობა.

ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეროვნული სატყეო სააგენტო ტყის აღდგენის ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, 2021 წელს, მომზადდა 16 პროექტი და აღდგენა-გაშენების ღონისძიებები განხორციელდა გურიის, იმერეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებში, ჯამში, 444 ჰა ფართობზე.

2022 წელს, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, 500 ჰა-მდე ტყის ფართობის აღდგენა იგეგმება. აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ აღებული ვალდებულება ითვალისწინებს, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, ყოველწლიურად, აღადგინოს არანაკლებ 200 ჰექტარი ტყე და ხელი შეუწყოს ბუნებრივი ტყის საფარის შენარჩუნებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები