LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთ დახველებაზე არ დავრეკოთ 112-ზე” – ნათია მეზვრიშვილი

135
112 2

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოქალაქეებს მოუწოდებს, 112-ში არამიზნობრივი დარეკვისგან თავი შეიკავონ.  ნათია მეზვრიშვილის თქმით, პანიკას მოსახლეობა არ უნდა მიეცეს.

“მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, თავი შევიკავოთ არამიზნობრივი ზარებისგან. პირობითად, ერთ დახველებაზე არ დავრეკოთ 112-ზე. რეალურად, თუ სიმპტომები იქნება და ამ სიმპტომების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის როგორც StopCov.ge-ზე, ასევე, მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასეთ შემთხვევაში დავრეკოთ 112-ზე, რათა მაქსიმალურად დავტოვოთ დრო და სივრცე იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება. ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანია, არ მივეცეთ პანიკას“, — განაცხადა მეზვრიშვილმა.

დღეს უწყებამ განცხადებაც გაავრცელა და მოქალაქეებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.  112-ში აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების მიუხედავად, 24 საათის განმავლობაში, 3 000-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც, მათივე თქმით, მუშაობის პროცესს აფერხებს. ინფიცირების რაოდენობის ზრდასთან ერთად კი, იზრდება დატვირთვაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები