ჯემა და დენიელ ლენგლების სიყვარულის ისტორია უდაოდ ფილმის სიუჟეტს მოგაგონებთ. წყვილის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ დაქორწინდა, დღეს გამოცემა „დეილი მეილი“ წერს. გაირკვა, რომ მეუღლეები 1989 წლის აპრილში, მელბურნში ერთ დღეს, ერთ სამშობიარო სალხში დაიაბადნენ. მათი მშობლები ერთ პალატაში იწვნენ და ახლო მგობრებიც გახდნენ, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ, საცხოვრებელი შეიცვალეს და კონტაქტი გაწყვიტეს.
ჯემასა და დენიელის მშობლები ერთმანეთს წლების შემდეგ მაშინ შეხვდნენ, როდესაც შვილებმა ურთიერთობა დაიწყეს და საქმე ქორწინებამდე მივიდა. ერთ დღეს დაბადების უჩვეულო ამბავი ჯერ შვილებმა გამოიკვლიეს და 2016 წელს, შობის წინა დღეს მშობლებს სიურპრიზი მოუწყვეს. შეხვედრა მართლაც ემოციური გამოვიდა. დღეს ჯემა და დენიელი პირველ შვილს ელოდებიან.