„კიდევ ერთხელ მსურს დავაფიქსირო ჩემი, როგორც უბრალოდ რიგითი მოქალაქის და ამავდროულად საქართველოს ეროვნული ორკესტრის ხელმძღვანელის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის და გაეროს იუნისეფის კეთილი ნების ელჩის ხმა: არა „რუსულ“ კანონს და არა ოკუპანტის რეჟიმს ჩემს უძვირფასეს სამშობლოში!!!!,“ – წერს სოციალურ ქსელში ნიკოლოზ რაჭველი, რითაც ეხმაურება პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომას, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მასზე თანდართულ კანონპროექტს განიხილავს.
„ერთ-ერთი ისტორიული მნიშვნელობის დილა თენდება!!! ვეტოს გადალახვის დღე!!!
კიდევ ერთხელ მსურს დავაფიქსირო ჩემი, როგორც უბრალოდ რიგითი მოქალაქის და ამავდროულად საქართველოს ეროვნული ორკესტრის ხელმძღვანელის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის და გაეროს იუნისეფის კეთილი ნების ელჩის ხმა: არა „რუსულ“ კანონს და არა ოკუპანტის რეჟიმს ჩემს უძვირფასეს სამშობლოში!!!
დიდება დამოუკიდებელ საქართველოს, თავისუფალ, პრო-ევროპულ და პრო-დასავლურ კურსს!!!
წარმატება დემოკრატიას, პლურალიზმს და საამაყო ევროპულ მომავალს!!! ნიკოლოზ რაჭველი ბოროტებასთან სიკეთის ბრძოლის ეპიცენტრიდან – უკრაინიდან!!“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.
ცნობისთვის, უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება.
შალვა პაპუაშვილი: პარლამენტი აუცილებლად დაძლევს ვეტოს – ეს არის ქართველი ხალხის ინტერესი და ნება
პლენარული სხდომის პარალელურად აქცია არის დაგეგმილი.